fbpx
21/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

პარლამენტის თავმჯდომარეს 5 მოადგილე ეყოლება – ცვლილებები რეგლამენტში

15:08 July 1, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
872
ნახვა

საქართველოს პარლამენტმა რეგლამენტში მომზადებული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.

რეგლამენტის პროექტს მხარი 89 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არცერთი იყო.

ახალი რეგულაციები 2020 წლის მოწვევის პარლამენტს შეეხება. დღევანდელი გადაწყვეტილებით, პარლამენტის თავმჯდომარეს ხუთი მოადგილე ეყოლება.

პირველი მოადგილე აირჩევა პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით; ორი მოადგილე პარლამენტის იმ წევრთა უმრავლესობის წარდგინებით, რომლებიც განეკუთვნებიან საპარლამენტო უმრავლესობას.

ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის თითო მოადგილე აირჩევა საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი იმ ორი ფრაქციის წარდგინებით, რომლებშიც ოპოზიციაში შემავალ სხვა ფრაქციებზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული.

თუ შესაბამისი ფრაქციები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატს არ წარადგენენ, კანდიდატის წარდგენის უფლება თანმიმდევრობით მიენიჭებათ საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ იმ ფრაქციებს, რომლებშიც სხვა ფრაქციებზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული.

ასევე, ახლებურად ყალიბდება ფრაქციები – ფრაქციის შექმნის უფლება არანაკლებ პარლამენტის შვიდ წევრს ექნება. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს კი უფლება არ ექნებათ, შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია.

ასევე ცვლილებებით, უქმდება საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი და იარსებებს საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო ოპოზიცია.

ამასთან, ახლებურად ყალიბდება პოლიტიკურ დებატებში გამოსვლის დრო. კერძოდ, პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისთვის ფრაქციას ეძლევა იმდენი წუთი, პარლამენტის რამდენი წევრიც არის მასში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 15 და არაუმეტეს 75 წუთი, ხოლო თითოეულ უფრაქციო პარლამენტის წევრს – 3 წუთი.

 

თეგები: პარლამენტი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

პლენარულ სესიაზე კანონმდებლები 2022 წლის კორექტირებული ბიუჯეტის ვერსიას უყრიან კენჭს

December 2, 2021
1.3k
საზოგადოება

ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელი პირების მიმართ სასჯელის ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდა – პარლამენტმა კანონპროექტები დაამტკიცა

December 1, 2021
803
პოლიტიკა

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხივე კანდიდატს მხარი დაუჭირა

December 1, 2021
799

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია