2020 წელს, შესაბამისი სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დაცვით მხოლოდ საქართველოს პარლამენტს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა სრულყოფილად (100%-ით) გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია – ამის შესახებ ინფორმაცია IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია.
IDFI-მ შეიმუშავა, კოვიდ-19 კრიზისის დროს საჯარო დაწესებულებების მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის შესახებ კი კვლევა წარმოადგინა.
„- მონიტორინგის ობიექტი 121 საჯარო დაწესებულებიდან, 2020 წლის მაისის მდგომარეობით 17-ს საერთოდ არ ჰქონდა საკუთარი ვებგვერდი;
– 14 საჯარო დაწესებულებას ვებ-გვერდზე არ ჰქონდა შექმნილი საჯარო ინფორმაციის განყოფილება ან ამ განყოფილებაში არ ჰქონდა არანაირი ინფორმაცია გამოქვეყნებული;
– 2020 წელს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის საშუალო მაჩვენებელი 55%-ია, რაც 2%-ით აღემატება 2019 წლის, ხოლო 16%-ით ჩამორჩება 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს;
– 2020 წელს, შესაბამისი სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დაცვით მხოლოდ საქართველოს პარლამენტს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა სრულყოფილად (100%-ით) გამოქვეყნებული ინფორმაცია;
– ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ყველაზე დაბალი შეფასება აქვთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (38%) და საგარეო საქმეთა სამინისტროს (40%).
– 2019 წელთან შედარებით, 13 ცენტრალური საჯარო დაწესებულებიდან 6-მა, გააუარესა ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მაჩვენებელი;
– საჯარო სამართლის იურიდიული პირების და საქვეუწყებო დაწესებულებების ინფორმაციის გამოქვეყნების საშუალო მაჩვენებელი 50%-ს შეადგენს , მაშინ როდესაც მათი ზემდგომი უწყებების (სამინისტროების) საშუალო მაჩვენებელი 75%-ია;
– სამინისტროების დაქვემდებარებაში არსებული უწყებების დაახლოებით 30%-ს, სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის 30%-ზე ნაკლები ჰქონდა განთავსებული საკუთარ ვებგვერდზე;
– ყველაზე პრობლემური საკითხი, კვლავ ფინანსების განკარგვასთანდაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნება რჩება;
-მხოლოდ 59 საჯარო დაწესებულების ვებგვერდზე იყო ხელმისაწვდომი განვლილ წლებში პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის არქივი. ” – წერია ანგარიშში.











