პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებებს მხარი 94 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 4 აღმოჩნდა.
კვლავ ბოიკოტის რეჯიმში არიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები – ცვლილებების განხილვას და კენჭისყრას არ დასწრებიან.
ცვლილებების მესამე მოსმენით მიღება დღესვეა დაგეგმილი.











