პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. საბიუჯეტო ცვლილებების პროექტს 85 დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
ცვლილებების მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტი 3.4%-დან, 7.7%-მდე იზრდება. დეფიციტი მცირდება 7.6-დან 6.9%-მდე. სამთავრობო ვალი 54.6%-მდე მცირდება.
„იმ შემთხვევაში, თუ ოპტიმისტური სცენარი განვითარდა, ჩვენ სრულად მივმართავთ დამატებით რესურსებს დეფიციტის შესამცირებლად. იმედი გვაქვს, შესაძლებელი იქნება დეფიციტის კუთხით 6.5%-ზე ჩამოვიდეთ”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.











