პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავენ. კანონპროექტი 80-მდე მუხლს, 1 500 პატიმარს და 6 000-მდე პრობაციონერს შეეხება.
ნორმატიული აქტი ასევე ვრცელდება 4 000-მდე პირზე, რომელთაც სასამართლო გადაწყვეტილებით ჯარიმა აქვთ განსაზღვრული. აქტი არ ეხება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მუხლებს.
„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის „ევროპელი სოციალისტების“ მხარდაჭერაც ექნება.











