დღეიდან პარლამენტში მთავრობის შემადგენლობის მოსმენა იწყება.
21 დეკემბერს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება, სადაც შესაბამისი პროფილის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ.
ხვალვე ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილ დავით ზალკალიანს შეხვდებიან.
წევრების მოსმენის შემდეგ, 24 დეკემბერს საკითხი პლენარულ სხდომაზე ნდობის მისაღებად გავა.











