პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა დაიწყო. სხდომას 85 დეპუტატი ესწრება.
პლენარული სხდომის დაწყებამდე ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა, რადგან დარბაზში ხმაური იყო. პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.
ჟურნალისტების ნაწილს პარლამენტში შესვლა და დეპუტატებისთვის კითხვების დასმა უნდოდათ.
მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ოპოზიციონერ დეპუტატებს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს, რის შემდეგაც პლენარული სხდომა განახლდა.
ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს აქციაზე სცემეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
გუშინვე ლექსო ლაშქარავას მხარდასაჭერად აქცია ჩატარდა. აქციის მონაწილეების მოთხოვნებია: ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომა; მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიება; ყველა იმ მოძალადის დაკავება და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა, რომლებიც ლექსო ლაშქარავას დაესხნენ თავს, ასევე, ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობაში მიცემას.
აქცია დღეს 18:00 საათზე დაიწყება და მას ოპოზიციონერებიც შეუერთდებიან.










