ახლად შეკრებილი პარლამენტი დღეს, 18 დეკემბერს საშემოდგომო სესიას დახურავს და მუშაობას რიგგარეშე სხდომების ფორმატში გააგრძელებს. რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.
პარლამენტში ჩანიშნულია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის, ასევე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა.
პარლამენტი დეკემბრის ბოლომდე 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს მიიღებს, რაც რიგგარეშე სესიის რეჟიმში მოხდება.











