დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს, ბიძინა სტურუას და ლაშა ქოჩიაშვილს უსმენენ.
გასაუბრების პროცესს ესწრებიან უმრავლესობის დეპუტატები, არასამთავრობო ორგანიზაციის, ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული სამსახურისა და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები. პროცესს ასევე მონიტორინგს უწევს ეუთო/ოდირი.
რაც შეეხება ოპოზიციას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას ესწრებიან პარტიების: “მოქალაქეები”, “სოციალ-დემოკრატები” და “საქართველოსთვის” წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 9 კანდიდატი წარუდგინა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი არიან: გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი.










