პარტია “მოქალაქეები” “ნაციონალური მოძრაობის”თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვის საპრლამენტო მანდატის ჩამორთმევას მხარს არ დაუჭერს.
პარტიის ერთ-ერთ ლიდერი ალეკო ელისაშვილი მელიას ურჩევს, გირაოს თანხა გადაიხადოს.
“ნიკა მელიას მეგობრულად, ადამიანურად ვურჩიე, რომ გირაოს თანხა გადაეხადა, რადგან არ მინდა, რომ ეს ახალგაზრდა კაცი ციხეში ვნახო.
არ ითვალისწინებს, მისი გადასაწყვეტია, ზრდასრული ადამიანია და საკუთარი თავის საქმის თვითონ იცის. ხვალ თუ სხდომაზე მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილება, ამას არც მე და არც ლევან იოსელიანი არ დავუჭერთ მხარს“, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.











