„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი ამბობს, რომ პარლამენტში მისი პარტიის წევრები არ შესულან და ისინი ბიზნესმენები არიან. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები არ შესულან პარლამენტში. ბიზნესმენები, რომლებმაც განაცხადეს, რომ შევლენ პარლამენტში, არ იყვნენ პარტიის წევრები. პარტიის წევრი იყო ფრიდონ ინჯია, რომელმაც დაწერა განცხადება და დატოვა პარტია. ჩვენ შეთანხმება გვქონდა, რომ თუ იგი გადაწყვეტს შევიდეს პარლამენტში, მაშინ მას უნდა დაეტოვებინა პარტია იმიტომ, რომ ჩვენი პარტია ამბობს, რომ არ შევა გაყალბებული გზით გაყალბებულ პარლამენტში“,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ცნობისთვის, ავთანდილ ენუქიძე, გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი ახალ პარტიას აფუძნებენ.











