რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა, ოპოზიციონერ დეპუტატს ალექსეი ნავალნის გამოჯანმრთელება უსურვა, როგორც „ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს“. ამის შესახებ Meduza წერს.
როგორც პესკოვმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ ალექსეი ნავალნის გადაყვანა საზღვარგარეთის კლინიკაში აუცილებელი გახდება, ის მას დახმარებას გაუწევს.
პესკოვი აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ გამოძიება ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ლიდერი ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში იმყოფება. ნავალნის სპიკერის, კირა იარმიში არ გამორიცხავს, რომ ის მოწამლეს.











