სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო ქართველ ხალხს უსამძიმრებს.
„ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,” – დაწერა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე.
I was deeply saddened to learn of a tragic car accident in #Dusheti municipality that has left behind many innocent victims.
My sincere condolences to the families of the victims and speedy recovery to the injured.
— Nikol Pashinyan (@NikolPashinyan) August 24, 2020
შეგახსენებთ, შატილის გზაზე მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად გარდაიცვალა 17, ხოლო მძიმედ დაშავდა 3 ადამიანი.











