აშშ-ის მთავარი ინფექციონისტის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინები არა მარტო შეაჩერებს ვირუსის გავრცელებას, არამედ მათი მუტირების უნარსაც შეზღუდავს, რათა მუტაციის შედეგად ახალი შტამები აღარ გაჩნდეს.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN- ი ავრცელებს.
„ვირუსები მუტაციას არ განიცდიან, თუ მათი გამრავლება არ მოხდება. ამიტომ თუ ვაქცინებით მათი გამრავლების შეჩერება მოხდევა, ბუნებრივია თავიდან იქნება აცილებული ის მავნე ზემოქმედება, რაც ახალ მუტაციებს თან სდევს“,- აცხადებს ფაუჩი.










