ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაზარალებული, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე გენერალურ პროკურატურაში იმყოფებოდა.
„ჩამომართვეს კამერა და ტელეფონი და მაგის გასარკვევად ვიყავი, როდის დამიბრუნებენ. არ ვიცი, როდის დამიბრუნებენ, არ უთქვამთ. ალბათ პროცესი, როცა დასრულდება”, – განაცხადა იაკობ რეგვაძემ.
შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.
19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.
ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს.
მოცემულ საქმეში კი, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე ე.წ. ოქროს მოწმეა.











