“ევროპული საქართველოს” წევრის, ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, “პატრიოტთა ალიანსიდან” პარლამენტში შესული დეპუტატები ისეთივე ოპოზიციაა, როგორც თავად ჩინელი.
მისი თქმით, “პატრიოტთა ალიანსმა” პროპორციულ სიაში ფულის სანაცვლოდ ბიზნესმენები ჩაწერა.
“ინჯია ისეთივე ოპოზიციონერია, როგორც მე ვარ ჩინელი და ადამიანს, რომელსაც 30 წლის განმავლობაში ერთადერთი საზრუნავი აქვს, რომ დილას არ დაადგნენ სახლში და არ დაიჭირონ, ის ვერასდროს ოპოზიციონერი ვერ იქნება, რადგან მისი ცხოვრება მხოლოდ ამის შესალებლობას იძლევა და სხვა არაფერს. ინჯიამ და დანარჩენებმა გადაიხადეს ფული, რომ პატრიოტთა ალიანსის სიაში გამსვლელ ადგილას მოხვედრილიყვნენ”, – თქვა ხათუნა გოგორიშვილმა “მთავარი არხის” ეთრში.









