პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ყველა Covid-ინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფო პირველი ივლისიდან მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა.
„უკვე ერთი კვირაა, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა. თვის ბოლომდე საავადმყოფო მუშაობას განაგრძობს, როგორც Covid-კლინიკა. რადგანაც ქვეყანაში ამის საჭიროება აღარ არის, ჩვეულ სამუშაო რეჟიმზე დაბრუნებას უკვე მომდევნო თვიდან შევძლებთ“, – ამბობს რატიანი.











