პარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი „პრაიმტაიმნიუსთან“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება პლებისციტის თემასთან დაკავშირებით.
ჩარკვიანი ამბობს, რომ პლებისციტის ჩატარებას ოპოზიციიდან ყველა ემხრობოდა, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ქვეყანაში საარჩევნო სისტემა მოწესრიგებული და რეფორმირებული იქნება.
„პლებისციტი არის ჩვეულებრივი გამოკითხვა, მაგრამ ამ საარჩევნო სისტემით გინდა პლებისციტი დაარქვი, გინდა რაც გინდა ის დაარქვი, რა მნიშვნელობა აქვს რას გაგიყალბებს – არჩევნებს თუ რას.
აი ეს არის დასაფიქრებელი, თორე პლებისციტში არაფერს ცუდს არ ვხედავ აბსოლუტურად. მაგრამ ამ პირობებში, ამ ხელისუფლების პირობებში, რომელიც გამყალბებელია რა მნიშვნელობა აქვს პლებისციტს დაარქმევ თუ რასაც დაარქმევ ყველაფერს აყალბებს. ეს არის აქ, რაც გაფერხებს ამ სიტუაციაში.
გამოკითხვის ორი ფორმა არსებობს ეს გახლავთ რეფერენდუმი, რომელიც ორჯერ გვაქვს ჩატარებული ქვეყანაში და ბუნებრივია დასავლური ვექტორია ამორჩეული და მეორე პლებისციტი. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ თუ საარჩევნო სისტემა არ არის მოწესრიგებული და რეფორმირებული რას გააყალბებს, არჩევნებს თუ პლებისციტს, რა მნიშვნელობა აქვს გამყალბებელი თუა სათავეში, იმან რა უნდა ჩაგიტაროს.
პლებისციტის ჩატარებას ნებისმიერ შემთხვევაში ყველა ემხრობოდა და არა მარტო მე თუ საარჩევნო სისტემა იქნება რეფორმირებული“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია პლებისციტს არ უნდა დათანხმდეს, რადგან ამით მხოლოდ დრო დაიკარგება და ხელისუფლება პლებისციტის შედეგებსაც გააყალბებს.











