პოლიტიკა წყდება აქ, საქართველოში, – ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი არეულობის მიზეზი ოპოზიციაში.
„მე არ ვიცი, მასთან კონტაქტი არ მაქვს. პოლიტიკა წყდება აქ, საქართველოში. მე მისი მოსაზრება არ ვიცი,”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება მოამზადეს, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე
გარწმუნებთ, ვიპოვი გზას საქართველოში ჩამოსაღწევად – სააკაშვილი











