პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი რეგლამენტში შესატან ცვლილებებს ჟურნალისტებთან ეხმაურება, რომლის თანახმად, პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბების საშუალება არანაკლებ 4 დეპუტატს შეუძლია:
“თავად ფაქტი, რომ დაიწიოს დეპუტატების რაოდენობამ ფრაქციის შესაქმნელად, ეს არის კარგი, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს მეტად უნდა გაეხსნათ ხელ-ფეხი პარლამენტის საქმიანობის უკეთ წარმართვისთვის.
იდეა არის კარგი, თუმცა, ჩვენ დავსვით კითხვა და ვისურვებდით ამ ცვლილებებში აისახოს, რატომ 4 და რატომ არა მაგალითად, 3 ან 2 ან 1. თუკი არსებულ რეალობაზე რეგლამენტის მორგებას ვგულისხმობთ, ნათელაშვილი მაგალითად, არ კადრულობს, მართალია და არ შემოდის, მაგრამ ერთი ადამიანია. ჩვენ „მოქალაქეებს“ 2 დეპუტატი წარმოვადგენთ და ა.შ. თამაში რომ არის, “მაშ რამდენი”, ასეა დაახლოებით, რატომ 4 და არა 2?
ჩვენ არც ბენზინით ვსარგებლობთ და რა პრივილეგიებიც გვეკუთვნოდა, იმაზეც უარს ვამბობთ, ტელეფონის თანხის ჩარიცხვაზეც უარს ვამბობთ და ა.შ. ჯერ ერთი გვინდა რომ დავზოგოთ ეს თანხა, მეორეც არ გვჭირდება, ვირიცხავ ჩემთვის 25 ლარს და მყოფნის მთელი თვე და ბენზინს თავზე ხომ არ დავისხამ? აგერ ვცხოვრობ (პარლამენტთან) 200 მეტრში,” – განაცხადა ელისაშვილმა.











