ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში, მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება იყო. ერთმანეთს აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ.
პოლიციამ აქციის 10-მდე მონაწილე დაუმორჩილებლობის გამო დააკავა.
აქცია ბობოყვათში დილიდან მიმდინარეობდა. ადგილობრივები მიწების გასხვისებას აპროტესტებდნენ და რკინიგზის მაგისტრალი გადაკეტეს.











