პორტუგალიის მთავრობა ლოქდაუნს აწესებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ლოქდაუნი 4 ნოემბრიდან ამოქმედდება.
მას შემდეგ, რაც პორტუგალიაში კორონავირუსის დღიური შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა, პრემიერ-მინისტრმა, ანტონიო კოსტამ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, კარანტინის წესები 121 მუნიციპალიტეტს, მათ შორის ლისაბონსა და პორტოსაც მოიცავს. აღნიშნული არეალი ჯამში პორტუგალიის მოსახლეობის 70%-ს, 10 მილიონ ადამიანს მოიცავს.











