პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ახლა, ისტორიული მომენტია და ელჩების მეშვეობით მმართველ პარტიას რაღაცები “გამოგლიჯა”.
მან ოპოზიციის მისამართითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი, ვინც მანდატებს ხევენ, მოლაპარაკებაზე წამოვლენ და ხელს მოაწერენ…
„ისტორიული მომენტია ის შეთანხმება, რადგან ჩვენ “ქართულ ოცნებას” ელჩების მეშვეობით რაღაცები გამოვგლიჯეთ, რაც მარცხზე ნამდვილად არ მიუთითებს. თუ იმ მოლაპარაკებაზე ჩვენ ხელს მოვაწერთ შეთანხმებას და ხელში გვეჭირება კარგი საარჩევნო სისტემა, თუ გამოვლენ პოლიტპატიმრები, თუ პატიოსანი საარჩევნო წესრიგი გვექნება, იქიდან ყველა გამარჯვებულები გამოვალთ, იმ ოთახიდან არავინ დამარცხებული არ გამოვა.
უბრალოდ ვიღაცები ძალიან შერცხვენილები იქნებიან, აი თან, რომ მანდატებს ხევენ და იქ მოლაპარაკებაზე წამოვლენ და ხელს მოაწერენ, თუმცა ესეც მათი არჩევანია, ეს კიდევ ჩვენი არჩევანია და მერე თქვენ გადაწყვიტეთ ვინ არის გამბედავი და ვინ არის ორჭოფი“, – განაცხადა ელისაშვილმა.











