„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ბათუმის მოსახლეობას დღეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარუდგენს.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ცნობით, მმართველი პარტია მოსახლეობას ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს რესან კონცელიძეს და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ტიტე აროშიძეს წარუდგენს.
წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.










