„ყველამ აიღოს პასუხისმგებლობა, შებრძანდეს პარლამენტში და თავისი საქმე გააგრძელოს“,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
როგორც მათიკაშვილი ამბობს, „ქართული ოცნება“ პარლამენტში თანამოქალაქეებთან ერთადაა წარმოდგენილი.
„ქართული ოცნება“ რა თქმა უნდა, პარლამენტში მარტო არ არის. ის არის ჩვენს თანამოქალქეებთან ერთად, რომლის 48%-მა ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“, ანუ თითქმის ყოველმა მეორე ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ დამსახურებაა ის, რომ პარლამენტში უნდა იყოს 9 პარტია. სამწუხაროდ, დანარჩენი პარტიები არ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს“,- განაცხადა მათიკაშვილმა.










