„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. სხდომა 14:00 საათზე არის დანიშნული.
არსებული ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომაზე დეპუტატები მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ამნისტიის შესახებ კანონზე იმსჯელებენ.










