პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ოპოზიციონერებისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ, რომელზეც საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ.
51 ოპოზიციონერი დეპუტატის საკითხი დღეს პლენარულ სხდომაზე განიხილება და კენჭი ეყრება.











