fbpx
10/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში დავით საგანელიძე, ერეკლე ტრიპოლსკი და ილია ნაკაშიძე არ იქნებიან 

21:20 January 12, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
800
ნახვა

16 იანვარს „ქართული ოცნების“ წევრები პარტიის ახალ თავმჯდომარესა და პოლიტიკურ საბჭოს აირჩევენ.

პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძეა წარდგენილი, თუმცა საბჭოს შემადგენლობაზე ჯერ ოფიციალურად არაფერი თქმულა. ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა 15-დან 21-მდე იზრდება.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობაში არ იქნებიან საბჭოს მოქმედი წევრები დავით საგანელიძე, ერეკლე ტრიპოლსკი და ილია ნაკაშიძე. ინფორმაციას ამ ეტაპზე მხოლოდ ილია ნაკაშიძე ადასტურებს.

უქმდება პარტიებთან ურთიერთობის მდივნის თანამდებობაც, რომელსაც ახლა გია ვოლსკი იკავებს, თუმცა თავად გია ვოლსკი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრად რჩება. „ქრონიკის“ ინფორმაციით, პოლიტსაჭოს წევრები იქნებიან კახა კუჭავა, შალვა პაპუაშვილი, თეა წულუკიანი და ნიკოლოზ სამხარაძე. საბჭოს მოქმედი და მომავალი წევრები დღეს მხოლოდ ყრილობის გეგმებსა და ირაკლი კობახიძის კანდიდატურაზე ამახვილებდნენ ყურადღებას.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, სავარაუდოდ, გაუქმდება პარტიებთან ურთიერთობის მდივნის პოზიცია, რომელსაც გიორგი ვოლსკი იკავებს, თუმცა ის პოლიტსაბჭოს წევრად დარჩება.

„ირაკლი კობახიძე ღირსეული ადამიანია და მინდა, მას წარმატება ვუსურვო. მას შემდეგ, რაც ის პარტიაში მოვიდა, მასთან ერთად ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ პარტიის გაძლიერების მიმართულებით. დღეს „ქართულ ოცნებას“ ძალიან ძლიერი პარტიული სტრუქტურა აქვს და ამაში ირაკლი კობახიძის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება პოლიტსაბჭოს, იქნებიან ახალი სახეები, ხოლო ვინ იქნებიან ისინი, ყრილობაზე გახდება ცნობილი“, – აცხადებს პარტიის გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე.

პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობაზე საუბრისგან თავს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანიც იკავებს.

„ძალიან მიხარია, რომ პარტია თავმჯდომარე გახდება ირაკლი კობახიძე, რომელსაც წარმატებით მიჰყავდა წინასაარჩევნო შტაბის საქმიანობა. რაც შეეხება პოლიტსაბჭოს წევრებს, ამის შესახებ ყრილობის დღეს გახდება ცნობილი“, – განაცხადა წულუკიანმა.

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა შაბათს, 16 იანვარს გაიმართება.

თეგები: ქართული ოცნება

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

27 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების შემაჯამებელი შეკრება გაიმართება

October 25, 2021
835
მთავარი ამბავი

„ქართული ოცნება“ 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობას წყვეტს

October 9, 2021
772
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი NDI-ის და IRI-ის სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ

September 30, 2021
766

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია