fbpx
27/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

“ქართული ოცნების“ სამთავრობო პროგრამა ჭაობიდან ნათქვამი სადღეგრძელოა – საბა ბუაძე

14:27 December 24, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
899
ნახვა

,,ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პროგრამა “ჭაობიდან ნათქვამი სადღეგრძელოა”.

მისივე თქმით,  სამთავრობო პროგრამასთან მიმართებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ  “ქართული ოცნების” ინტელექტი არ გააჩნია.

„ქართული ოცნების“ სამთავრობო პროგრამა არის ჭაობიდან ნათქვამი სადღეგრძელო, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ხალხის კეთილდღეობასთან. ეს არის პროგრამა, რომელიც იმეორებს გასული წლების აბსტრაქტულ დაპირებებს, სადაც არ არის არც ერთი ინოვაციური იდეა. სახელმწიფო მმართველობის მიმართულება არის სამთავრობო პროგრამის ყველაზე სუსტი რგოლი. საჯარო სამსახურის რეფორმა ჩავარდნის პირასაა.რეფორმის კონცეფციის 10 პუნქტიდან სავალალო მდგომარეობაა თითქმის ყველა მიმართულებაში. რეფორმით გათვალისწინებული სსიპ-ების შესახებ კანონი 4 წელია არ მიუღიათ, რითიც მთავრობა არღვევს მისივე მიღებულ კანონში არსებულ ვალდებულებას. უკანასკნელ წლებში არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოავლინეს ნეპოტიზმის ასეულობით შემთხვევა, რაც პირდაპირ უპირისპირდება დამსახურებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის იდეას.

გასულ წელს საქართველოში გაუარესდა თითქმის ყველა ანტიკორუფციული მაჩვენებელი, რომლებიც საერთაშორისო ინდექსებში აისახა. სამთავრობო პროგრამაში არ არის ნახსენები არც ერთი ღონისძიება, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის არის საჭირო. ამ კუთხით, უგულებელყოფილია საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ შემუშავებული ანგარიშის რეკომენდაციები, რომლებიც სუსი-დან ანტიკორუფციული სამსახურის გამოყოფას ისახავს მიზნად. სამაგიეროდ, სამთავრობო პროგრამა შემოიფარგლება მსგავსი ფრაზებით „ამაღლდება საზოგადოების ცნობიერება კორუფციულ დანაშაულებსა და მათთან ბრძოლის მეთოდებზე“. იუსტიციის სამინისტრომ არ შეასრულა ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულება და არ შეიმუშავა ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონი, რომელზეც პირდაპირ იყო მიბმული ევროკავშირის საგრანტო დაფინანსება. აღნიშნული ვალდებულება საქართველოს აღებული ჰქონდა არაერთ საერთაშორისო ფორმატში, მათ შორის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამოქმედო გეგმით,”- განმარტა საბა ბუაძემ.

ბუაძემ ასევე IDFI-ის ანგარიშზეც ისაუბრა, სადაც აღნიშნულია, რომ საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობის და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

„სამთავრობო პროგრამის სახელმწიფო მმართველობის თავში ვერ მოხვდა ვერც ერთი მნიშვნელოვანი, ახალი და ინოვაციური იდეა. სამაგიეროდ, სამთავრობო პროგრამის ღონისძიებების ჩამონათვალშია ისეთი ინიციატივები, როგორებიცაა არქივის ელექტრონული მომსახურების პროგრამის შემუშავება; საჯარო სამსახურის ბიუროს ანგარიშის მიხედვით, ქართული ოცნების ხელისუფლების თანამდებობის პირთა 80%-მა განზრახ არასწორად ან შეცდომით შეავსო ქონებრივი დეკლარაციები, სადაც დამალული იყო ჩინოვნიკების ქონება და საწარმოების წილები. პანდემიის მიუხედავად, 2019 წელთან შედარებით 2020 წელს საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურება 100 მილიონი ლარით არის გაზრდილი. საერთო ჯამში, ბიუროკრატიული აპარატის შენახვის ხარჯი 1 მილიარდი ლარით არის გაზრდილი “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში. ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმა (რომელზეც მიბმულია ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარება) ჩავარდნის პირასაა. მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, 15 ამოცანიდან 8 შეუსრულებელია. ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე ქართულ ოცნებას არ წარმოუდგენია არც ერთი ინიციატივა და მუნიციპალიტეტები კვლავ სუსი-დან იმართება,”- განაცხადა საბა ბუაძემ.

მისივე თქმით, პანდემიის და უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, “ქართული ოცნება” უარს ამბობს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე, რომელიც 1 მილიარდზე მეტი ლარით არის გაზრდილი ბოლო წლებში.

საბა ბუაძის კომენტარს „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

თეგები: მეათე მოწვევის პარლამენტიოპოზიციის ბოიკოტისაბა ბუაძე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

კომიტეტის სხდომას როცა ესწრები და პლენარულს არა, ცოტა უცნაური ბოიკოტია – იაგო ხვიჩია

November 22, 2021
768
მთავარი ამბავი

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

July 12, 2021
802
მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს წლიურ ანგარიშს 25 ივნისს წარუდგენს

June 16, 2021
793

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია