“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება. სხდომა 10:00 საათზეა ჩანიშნული.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ოპოზიციონერებისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.
შეგახსენებთ, დღეს, 2 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება, რომლის პირველი პლენარული სხდომის ერთადერთი საკითხი 51 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაა. სესია 12:00 საათზე არის ჩანიშნული.










