მმართველმა პარტიამ მოსახლეობას დღეს ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი წარუდგინა.
წარდგენას ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრნენ.
მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენა, ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმის ეზოში 20:00 საათზე დაიწყო.
შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 20 ივლის წარადგინა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მაჟორიტარობის კანდიდატებს წარმატებული განვლილი საქმიანობა და გამოცდილება აერთიანებთ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება.










