23 მარტს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა მოსმენა საკითხზე: „დემოკრატიის განმტკიცება საქართველოში“.
მოსმენაზე მომხსენებლად მიწვეული იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ჯორჯ კენტი.
როგორც ჯორჯ კენტმა განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა საქართველოს ევროატლანტიკური კურსი.
ჯორჯ კენტის თქმით, როდესაც უსმენენ ქართველებს, ახალი პრემიერ მინისტრის ჩათვლით, რომელიც ადრე თავდაცვის მინისტრი იყო, ჩანს საქართველოს არჩეული გზისადმი და სტრატეგიული მიზნისადმი მათი ერთგულება.
„ჩემი აზრით, სრულიად ნათელია, რომ ეს არა მხოლოდ ქართველების სამი მეოთხედის არჩევანია, არამედ ეს თანმიმდევრულად იყო „ქართული ოცნების“ მთავრობების არჩეული მიმართულებაც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით – ივანიშვილის ოფიციალურ რანგში, როგორც პრემიერ-მინისტრისა, და არაოფიციალურ რანგში, როგორც დამფუძნებლისა
მნიშვნელოვანია რამდენად ერთგული არიან ქართველები იმ ღირებულებებისა, რომლებიც წაიყვანს ამ გზაზე, ვინაიდან ნატო არა მხოლოდ სამხედრო ალიანსია, არამედ ესაა თანამეგობრობა, რომელშიც საერთო ღირებულებები აქვთ“,- განაცხადა ჯორჯ კენტმა.










