ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაციას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება.
„როგორი ფარსია, ყალბი არჩევნები. ყალბი ინაუგურაცია. ბელარუსის ყოფილი პრეზიდენტი უფრო ნაკლებად ყოფილი არ გამხდარა, პირიქით, მისი არაკანონიერება არის ფაქტი, რომელსაც შედეგი მოჰყვება“, – წერს ლინას ლიკევიჩუსი Twitter-ზე.
Such a farce. Forged elections. Forged inauguration. The former president of #Belarus does not become less former. Quite the contrary. His illegitimacy is a fact with all the consequences that this entails.
— Linas Linkevicius (@LinkeviciusL) September 23, 2020
ცნობისთვის, ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა მას სახელმწიფოს მეთაურის მოწმობა გადასცა.
ინაუგურაციის ცერემონია დამოუკიდებლობის სასახლეში შედგა.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსის არჩევნები 9 აგვისტოს ჩატარდა, სადაც, ოფიციალური მონაცემებით, პრეზიდენტმა ლუკაშენკომ ამომრჩეველთა 80,1%-ის მხარდაჭერა მიიღო.
შედეგების გამოცხადებას ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.











