ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, 22- ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს მარკირებას არ უტარებენ. ამასთან, უბნებზე არ მიმდინარეობს კონტროლი, შედის თუ არა, საარჩევნო უბანზე, ერთი და იგივე ამომრჩეველი. უბანზე არ იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და დამკვირვებლები. – ამ დარღვევებზე დამკვირვებლები საუბრობენ.
22- ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, დარღვევის ფაქტი უარყო.
„ყველაფერს კანონის დაცვით ვაკეთებთ, ამდენი დრო არ მაქვს, ყველას ავუხსნა“,- განაცხადა აზარ კაზიმოვმა.
ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, გივი ნატროშვილმა დარღვევა აღიარა და განაცხადა, რომ ის გამოსწორებადია.
„ასეთი დარღვევა გამოსწორებადია, ჩვენ ჩავერევით“,- განაცხადა ნატროშვილმა.
დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოს მასშტაბით, 17 საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტური იმართება. ოპოზიციური პარტიები მეორე ტურებში მონაწილეობას არ იღებენ და პარლამენტში შესვლასაც არ აპირებენ.
იმ ოლქებში, სადაც პირველ ტურშივე გამოვლინდა გამარჯვებული, ყველა „ქართული ოცნების” წარმომადგენელია. დარჩენილი 17 ოლქიდან მხოლოდ ერთში, გლდანში ლიდერობდა ოპოზიცია.
ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში, სულ 38 უბანია.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











