ამ დროისთვის წყაროების და კონტაქტების დადგენა მიდის, მუშაობენ ეპიდემიოლოგები, – ამის შესახებ „პრაიმტაიმნიუსს“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე ზაგაშვილმა განუცხადა.
„დეტალებზე ახლა საუბარი გამიჭირდება. საიდან, როგორ, ამაზე მიდის მუშაობა. ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ და მიმდინარეობს კვლევები. უახლოეს დროში ყველაფერი გვეცოდინება“, – ამბობს მერი.











