მე და ლევანს გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს, მაგრამ ყველა კოლეგას გთხოვთ, არ გაიზიაროთ პროკურატურის შუამდგომლობა და რატომ – ჩვენ თუ გვინდა ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება, ნორმალურ ქვეყანაში ოპოზიციურ პარტიის და მით უფრო, წარმომადგენლებს, იმუნიტეტს არ უნდა უხსნიდნენ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა.
„იმიტომაც მოიგონეს სადეპუტატო იმუნიტეტი, რომ ოპოზიციურ დეპუტატებს გამოხატვის თავისუფლებისას ჰქონდეთ ხელები გახსნილი და თავიანთი ქმედებების არ შეეშინდეთ.
შეიძლება მითხრათ, რატომ ექომაგები იმ კაცს, რომელიც შენზე საძაგლობებს იძახისო, ფაქტია, ნიკა მელიას ჩემთან მიმართებაში სიტყვა გაექცა და ზედმეტები მოსდის, თუმცა მძიმე ემოციური ფონი აქვს და ამას მივაწერ და მის ქმედებას გავამართლებ.
თუ გვინდა ნორმალური ქვეყანა გვქონდეს, როგორი დამოკიდებულებაც უნდა გქონდეთ ნიკა მელიასა და „ნაციონალური მოძრაობისადმი“, არ დაუჭიროთ მისთვის უფლებამოსილ3ების შეწყვეტას, რადგან რაღაც დროის შემდეგ თქვენც აღმოჩნდებით ოპოზიციის ადგილას“, – განაცხადა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე წუთში პარლამენტი ნიკა მელიასუფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.











