ქუთაისის მერიასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს 6 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
აქციის მონაწილეები მერს მოუწოდებენ ჩამოვიდეს და შეხვდეს აქტივისტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შენობაში შესვლას აპირებენ.
„მერი გამოვიდეს ან ჩვენ შევალთ შიგნით. ნებისმიერი ხელის შეშლა პოლიციის მხრიდან იქნება კანონდარღვევა”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ ათეულობით სამართალდამცავია მობილიზებული.











