ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გელათის ტაძრის ირგვლივ მიმდინარე საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. მისი დადგენილებით, კომპანია „იკორთა 2007“-ის განხორციელებული სამშენებლო ჩარევა და ყველა დონეზე განხორციელებული საქმიანობა კანონის დარღვევაა.
სასამართლომ დაადგინა, რომ სანებართვო მოწმობა შპს „იკორთა 2007“-ის სახელზე ა(ა)იპ „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის“ დირექტორის განცხადებით არასწორად იქნა გაცემული, რადგან მას ამის უფლებამოსილება არ გააჩნდა.
პალატა მიიჩნევს, რომ სამართალდარღვევის საქმეზე როგორც სამუშაოების უშუალო შემსრულებელს „იკორთა 2007“-ს ისე ა(ა)პ „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს“ უნდა დაკისრებოდა შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.










