fbpx
17/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სახალხო დამცველი გელათის ტაძრის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პირველად შეფასებას ავრცელებს

13:33 February 11, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
823
ნახვა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გელათის ტაძრის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პირველად შეფასებას ავრცელებს.

მისივე განმარტებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე ზრუნვის უფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული, ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა, რომლის დაცვაზე ზედამხედველობა, საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს.

„განსაკუთრებულად მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი საზოგადოებას წარუდგენს პირველად შეფასებას გელათის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, გელათის რეაბილიტაციის პროცესში, დროებითი გადახურვისთვის გამოყენებული კრამიტი დაზიანდა და ტაძრის ინტერიერში ჩავიდა წყალი, რაც ექსპერტთა განმარტებით ამ დრომდე იწვევს უნიკალური ფრესკების დაზიანებას.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გამართა შეხვედრები დარგის ექსპერტებთან, ადგილზე გაეცნო შექმნილ მდგომარეობას, ასევე არაერთხელ შედგა კომუნიკაცია სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან.

შესწავლის შედეგად, სახალხო დამცველმა გამოკვეთა შემდეგი პრობლემური საკითხები:

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის დასაწყისში ძეგლზე უკვე არსებობდა დაზიანებები, თითქმის 10 თვით დაგვიანდა დროებითი გადახურვის გაკეთება;

დროებითი ღონისძიებების განხორციელებიდან სულ რაღაც რამდენიმე კვირაში ცნობილი გახდა დროებითი გადახურვის დაზიანების თაობაზე. აღნიშნული მიუთითებს თუ რამდენად არაეფექტურად მიმდინარეობდა პასუხისმგებელი უწყების მხრიდან ძეგლზე განსახორციელებელი სამუშაოების დაგეგმარება და ზედამხედველობა;

საკითხის შესწავლის დროს გამოვლინდა ასევე სისტემური ხასიათის პრობლემა. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე ჩატარებული სამუშაოების ეტაპობრივი ჩაბარების დროს შესრულებული სამუშაოების ხარისხის საექსპერტო დასკვნის გზით შეფასების ვალდებულებას. აღნიშნული დიდ საფრთხეს უქმნის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციის სწორად წარმართვის პროცესს.

ამ ეტაპზე სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გელათის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაგეგმილია რიგი ღონისძიებები, რის ფარგლებშიც სახალხო დამცველი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს რეკომენდაციით:

გელათის შეუქცევადი დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, დაგეგმილი სამუშაოები განხორციელდეს იმგვარად, რომ ხელი არ შეუშალოს დაზიანების გამომწვევი ზუსტი მიზეზების დადგენის მიზნით ჩასატარებელ კვლევებს;

როგორც გამოვლენილი ხარვეზების მიზეზების დასადგენად, ასევე სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვისას უზრუნველყოფილ იქნას კვალიფიციური, დამოუკიდებელი საერთაშორისო/ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობა;

საზოგადოებას სისტემატურად მიეწოდოს სრული ინფორმაცია არსებულ პრობლემებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს კონსტიტუციური მანდატის ფარგლებში საკითხზე ზედამხედველობას და შემდგომ შეფასებებს მიაწვდის საზოგადოებას,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

თეგები: გელათის ტაძარი

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გელათში ჩატარებული სამუშაოები უკანონოდ აღიარა 

August 19, 2021
775
რეგიონები

გელათის მონასტერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ცენტრიც დააკვირდება

February 11, 2021
795

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია