ნუ ჩქარობენ, რა გჭირთ ასეთი, რას მიეწებეთ ამ სავარაუდო სკამებს, წამოვა ხელისუფლება დათმობაზე“, – ამის შესახებ „კანონი და სამართალის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, სადაც „პატრიოტთა ალიანსის“ რამდენიმე წევრის პარლამენტში შესვლაზე ისაუბრა.
თაკო ჩარკვიანის თქმით, თუ ვინმე შევა „პატრიოტთა ალიანსიდან“ პარლამენტში, ეს განსაკუთრებულ ფონს ვერ შექმნის.
„მე ის მიკვირს, ოპოზიციაში რომ უკვირთ „პატრიოტთა ალიანსიდან“ ვიღაც რომ შევიდა პარლამენტში. ის მიხარია, კიდევ ვინმე რომ შევიდეს “პატრიოტთა ალიანსიდან” პარლამენტში, განსაკუთრებულ ფონს ვერ შექმნის. ერთპარტიული სისტემა რომ შედგა, დიდი რაღაც მოხდა”,-აცხადებს ჩარკვიანი.
მისივე განცხადებით, მის მიერ დასახელებულმა რამდენიმე კანდიდატმა, რომელიც, მისი აზრით, შევიდოდა პარლამენტში, სიები არ ჩაუხსნია.











