რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმნიუსს“ რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელმა ნიაზ მამრიკიშვილმა დაუდასტურა.
მამრიკიშვილის თქმით, გოჩა სვანიძის გადაწყვეტილების მიზეზი, ქართულ რაგბში შემქნილი კრიზისული მდგომარეობაა, რაც საქართველოს სარაგბო ჩემპიონატს უკავშირდება. „დიდი ათის“ განახლება კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება.
გოჩა სვანიძე საქართველოს რაგბის კავშირს 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა. ახალი პრეზიდენტის არჩევნები, სავარაუდუდ 2020 წლის ნოემბერში გაიმართება.











