“მინდა დავარწმუნო “ქართული ოცნება”, რომ რამდენიმე დეპუტატის შესვლით პარლამენტში პოლიტიკური რეალობა ამ ქვეყანაში არ იცვლება და ეს პარლამენტი ვერ ხდება მრავალპარტიული”, – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ინაშვილმა “ქართულ ოცნებას” რჩევა მისცა. მისი თქმით, მმართველ პარტიას შეუძლია ახალი პოლიტიკური ძალა “კობახიძის ოცნება” დააფუძნოს და პარლამენტში ოპოზიციური პარტია ხელოვნურად შექმნას.
“თუ ქართული ოცნების ლოგიკას გავყვებით რჩევაც მინდა მივცე, შეუძლიათ მათ ამ 90 დეპუტატიდან 4 დეპუტატი გამოყონ და შექმნან ახალი პარტია, “ბედნიერი კობახიძე”.
ეს არ იქნება მრავალპარტიული პარლამენტი, ამიტომაც აუცილებელია ქვეყანაში დაინიშნოს ახალი არჩევნები და საზოგადობასა და პოლიტიკოსებს დაუბრუნდეს რწმენა არჩევნებისადმი”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი „პატრიოტთა ალიანსიდან“ პარლამენტის წევრები გახდნენ











