„67 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ძაღლმა დაკბინა, ჯერჯერობით კვლავ მძიმეა“,- ამის შესახებ „კვირას“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა.
„ძაღლისგან დაკბენილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით კვლავ მძიმეა. აპარატზეა შეერთებული. ჩატარდა რეკონსტრუქციული ოპერაცია, რადგან სხეულზე ნაფლეთი ჭრილობები ჰქონდა. ამ ეტაპზე დამატებითი ოპერაციის ჩატარება არ იგეგმება“,- განაცხადა ლევან რატიანმა.
VIDEO: თბილისში 67 წლის ქალი ძაღლმა დაგლიჯა.











