იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პრემიერობასთან დაკავშირებულ განცხადებას ეხმაურება.
როგორც ანრი ოხანაშვილი ამბობს, იგი რეალურად ერევა საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესში, რაც მას კანონით ეკრძალება
„აღსანიშნავია, რომ რაც უფრო ხშირად გამოჩნდება და რაც უფრო ხშირად ისაუბრებს მსგავსი ტიპის პოლიტიკურ სისულელეებზე, მით უფრო ქვემოთ წავა „ნაციონალური მოძრაობის” და მისი სატელიტების რეიტინგი. არავის ეშინია მისი, ვიცით, რომ არაერთხელ მოდიოდა. არ აქვს არც იმის პოლიტიკური გამბედაობა და არც იმის რესურსი, რომ ჩამოვიდეს. თუ ჩამოვა საქართველოში, მის მიმართ მართლმსაჯულება განხორციელებულია, არის მსჯავრდებული და მისი ადგილი იქნება შესაბამის საპატიმრო დაწესებულებაში.
რაც უფრო მე მეტ პოლიტიკურ სისულელეს იტყვის, მით უფრო დაეცემა მისი და მისი პარტიის რეიტინგი“,- განაცხადა ოხანაშვილმა.
ასევე, დაგაინტერესებთ: სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად?! – რას ამბობს „ნაცმოძრაობა“ და რას ამბობს კანონი











