fbpx
19/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად?! – რას ამბობს „ნაცმოძრაობა“ და რას ამბობს კანონი

11:32 August 4, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.7k
ნახვა

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არ გამორიცხავენ, რომ საქართველს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამომრჩეველს პრემიერობის კანდიდატად შესთავაზონ.

შეუძლია თუ არა მიხეილ სააკაშვილს არჩევნებში მონაწილეობის მიღება?

როგორც იურისტმა ლევან ალაფიშვილმა  „პრაიმტაიმნიუსთან“  განმარტა, სააკაშვილი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან სხვა ქვეყნის მოქალაქეა და თან, მასზე სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.

„სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის, ამიტომ აქ ყველაფერი დამთავრებულია. ორმაგი მოქალაქეობა რომ ჰქონდეს, კი ბატონო. სააკაშვილი საქართველოშიც რომ იყოს, ის ბუნებრივია, გისოსებს მიღმა იქნებოდა, მას სასამართლო განხილვები ექნებოდა და არა საარჩევნო კამპანია.

მას პარტიის წევრობაც არ შეუძლია, კამპანიას რომ თავი დავანებოთ. პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონი ამბობს, რომ საქართველოში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიის წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე“, – განაცხადა ალაფიშვილმა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა უკანონოდ ჩამოართვეს. მისივე თქმით, სააკაშვილი თავად იტყვის, იქნება თუ არა “ნაცმოძრაობის” პრემიერობის კანდიდატი.

„როდესაც მიხეილ სააკაშვილის სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არგუმენტად მოაქვთ, ეს არის ძალიან ცინიკური. ვიცით, რა პროცესები უძღოდა სააკაშვილის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას. მას არა ერთხელ განუცხადებია, რომ  მისთვის მთავარი პრიორიტეტი არის საქართველო. ის ყოველთვის იქნება არჩევნებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი.

რა ფორმით მოახდენს იგი ზემოქმედებას არჩევნებში, ამას თვითონ გადაწყვეტს. ვინაიდან იგი სახელმწიფო სამსახურშია, რამდენად არის სამართლებრივად დასაშვები, რომ ოფიციალურად პრემიერობის კანდიდატად გამოცხადდეს, ამას თვითონ გვეტყვის.

როდესაც არის პარტიის დამფუძნებელი და ფაქტობრივად, ერთ-ერთი ლიდერი,  ბუნებრივია, რომ არაფრის გამორიცხვა შეიძლება. გადაწვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, სამართლებრივი კუთხით მიიღებს მიხეილ სააკაშვილი და ამის შესახებ ჩვენ გავიგებთ“, – განაცხადა გოცირიძემ.

ინფორმაციისთვის, რამდენიმე  თვის წინ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. თუმცა როგორც მან აღნიშნა,  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში აქტიურად ჩაერთვება.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

 

თეგები: მიხეილ სააკაშვილირომან გოცირიძე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

მამუკა მდინარაძე: რუსული ნარატივის შემოტანა ქართულ პოლიტიკაში არის თავად სააკაშვილის დავალება, რომელსაც აწუხებს კომპლექსი  თავისი რუსული წარსულის შესახებ

December 30, 2021
789
მთავარი ამბავი

სასამართლო დღეს მიხეილ სააკაშვილის მიერ 9 მილიონი ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის საქმეს განიხილავს

December 27, 2021
800
მთავარი ამბავი

ნინო ლომჯარია: მიხეილ სააკაშვილი ვერ სარგებლობს სეირნობის უფლებით

December 12, 2021
937

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია