ალექსეი ნავალნის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მას საუბარი შეუძლია, – ინფორმაციას ამის შესახებ Spiegel-ზე დაყრდნობით, Reuters -ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, პოლიციამ კლინიკაში ნავალნის დაცვა გააძლიერა, ვინაიდან, მდგომარეობის გაუჯობესების გამო, მისი მნახველების რაოდენობა მოიმატებს:
„მას საუბარი და ალბათ, იმის გახსენებაც შეუძლია, რაც მოხდა. მისი განცხადებები, შესაძლოა, სახიფათო იყოს იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ თავდასხმის უკან დგას“.
შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს.
22 აგვისტოს ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს.
2 სექტემბერსგერმანიის მთავრობამ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და დაადასტურა, რომ ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტითაა მოწამლული.











