„მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის დესტრუქციულმა ნაწილმა მიიღოს ჩვენი პარტნიორების რჩევები და მიუსხდეს მოლაპარაკების მაგიდას“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განუცხადა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის დესტრუქციულმა ნაწილმა საღად გაიაზროს არსებული რეალობა, მიიღოს ის რჩევები, რომლებიც გამოთქმულია ჩვენი პარტნიორების მხრიდან და მოუსხდეს მოლაპარაკების მაგიდას. სამართლიანი პრინციპების გათვალისწინებით, რიგგარეშე არჩევნების საკითხი არ გადაიხედება, სხვა საკითხებზე მზად ვართ, ოპოზიციასთან გავიაროთ ნებისმიერი თემა“, – განუცხადა მათიკაშვილმა.










