საქართველო ინარჩუნებს „მწვანე ზონის“ სტატუსის მქონე ქვეყნების რიგებს! ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოს ნარინჯისფერი და წითელი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ ექნება, როდესაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა დღეში 500-დან 700-მდე დაფიქსირდება.
„საქართველოს სტატუსი რომ შეიცვალოს, ძალიან ბევრი ახალი შემთხვევა უნდა დაფიქსირდეს ინციდენტობის კუთხით. ჩვენი ქვეყნისთვის ნარინჯისფერი და წითელი ზონა იწყება მას შემდეგ, რაც შემთხვევების რაოდენობა დღეში 500-დან 700-მდეა. ამდენად ჯერ კიდევ ძალიან დიდი სივრცე გვაქვს და იმედი გვაქვს, ამ ნიშნულამდე არც არასდროს არ მივალთ, რადგან ძალიან ბევრი პრევენციული საშუალება ტარდება იმისთვის, რომ ეს მომენტი არ დადგეს.“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.











