fbpx
01/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

როგორ მიულოცა დამოუკიდებლობის დღე საქართველოს მსოფლიომ

15:23 May 26, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
784
ნახვა

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველო მსოფლიო ლიდერებისგან მილოცვებს იღებს. მილოცვებში ყურადღება გამახვილებულია იმ რთულ გზაზე, რომელიც ქვეყანამ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე გაიარა და კვლავაც აგრძელებს ბრძოლას.

ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მილოცვაში ნათქვამია, რომ ერთგული პარტნიორის რანგში, ამერიკის შეერთებული შტატები დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს.

„როდესაც საქართველოს ლიდერები და მოქალაქეები ქვეყნის დამოუკიდებლობის გაძლიერებისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების გზაზე დაწინაურებაზე ფიქრობთ, გახსოვდეთ, რომ შეერთებული შტატები თქვენს გვერდით დგას. შეერთებულ შტატებში მამაცი ქართველი ჯარისკაცების მადლიერნი ვართ, რადგან ისინი ავღანეთის ტერიტორიაზე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის პროგრამებში ჩვენი მეომრების გვერდში მსახურობენ და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ალიანსში გაწევრიანების პერიოდში“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მილოცვას ავრცელებს ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

„მომავალ წლებში ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს დემოკრატიული პროცესების განმტკიცებაში, როდესაც საქართველო ქმნის უფრო დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას და სრულფასოვან, ფუნქციონალურ პარლამენტს. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროატალანტიკური მისწრაფების მხარდაჭერას, ისევე როგორც მათ ძალისხმევას, წინ წაწიონ დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება „კოვიდ-19“ -ის პანდემიის შემდეგ აღდგენის პროცესში. ჩვენი მიმდინარე თანამშრომლობის სულისკვეთებით, გისურვებთ ბედნიერ დამოუკიდებლობის დღეს“,- ნათქვამია მილოცვაში.

ქვეყანას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანიც. როგორც დეგნანი ამბობს, ქართველებს და ამერიკელებს თავისუფლების სიყვარული აერთიანებთ.

„ქართველი და ამერიკელი ხალხები თავისუფლების სიყვარულს, შემოქმედებისა და ურთიერთობის სურვილს საბჭოთა ოკუპაციის დროსაც მნიშვნელოვან კონტაქტს ინარჩუნებდნენ. როგორც 1921 წელს მარო მაყაშვილი სწერდა მამას, „ნუ გეშინიათ გავიმარჯვოთ სახელოვნად!“, საბოლოოდ საქართველომ გაიმარჯვა. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს საქართველო“,- აცხადებს კელი დეგნანი.

ასევე, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს და ვიდეოსაც აქვეყნებს.

?? Happy #independenceday #Georgia #Sakartvelo, this time from your close partner – #Ukraine. #26May is a reminder that #Independance and #Freedom do not come easy but they are worth fighting for. In this fight you are not alone.
1/3 pic.twitter.com/C1Rh6SBXI7

— Viola von Cramon (@ViolavonCramon) May 26, 2021

საქართველომ მილოცვა მიიღო გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ მეორისგანაც.

„თქვენს ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, მინდა, გადმოგცეთ ჩემი მილოცვა საუკეთესო სურვილებთან ერთად, ქართველი ხალხისთვის. რთული წლის შემდეგ, ვიმედოვნებ, დავძლევთ გლობალურ გამოწვევებს ჯანდაცვაში. უკეთესი მომავლის იმედი მაქვს“, – ნათქვამია ელისაბედ მეორის მილოცვაში“,– ნათქვამია გავრცელებულ მილოცვაში. 

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა მილოცვა სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე გაავრცელა.

საქართველოს და ყველა მის მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ!
ევროკავშირისთვის საქართველოსთან მჭიდრო კავშირი და პარტნიორობა საამაყოა!
ერთობლივი მუშაობა საქართველოს მეტი ძლიერების, დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობისთვის გრძელდება! ???? pic.twitter.com/sX6SxQlV0X

— Carl Hartzell (@CarlHartzellEU) May 26, 2021

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტი მისალოც წერილში გამოთქვამს რწმენას, რომ ორი ხალხის მეგობრობა, ახლო მეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა, მომავალშიც გაგრძელდება.

ამასთან, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი მისალოც ტექსტს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აქვეყნებს.

Very warm greetings from #Latvia to #Georgia celebrating Independence Day! @DZalkaliani @MFAgovge
??????

— Edgars Rinkēvičs (@edgarsrinkevics) May 26, 2021

ლიეტუვის პრეზიდენტი კი მისალოც წერილში ყურადღებას აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციაზე ამახვილებს.

„ჩვენი ქვეყანა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციას არასოდეს შეეგუება. ლიეტუველი ხალხის სახელით თითოეულ თქვენგანს საუკეთესო განწყობას გისურვებთ“,- ამბობს გიტანას ნაუსედა.

ამასთან, საქართველოში ლიეტუვის ელჩი, ანდრიუს კალინდრა ქვეყანას დამოუკიდებლობის დღეს ვიდეომიმართვით, ქართულ ენაზე ულოცავს.

Would like to congratulate the people of #Georgia on the Independence Day of their beautiful country. May your flag always wave high and proud & your determination for #freedom remain relentless. #Lithuania will continue standing with you on this worthy road ???? pic.twitter.com/BMv3MdnJoa

— Andrius Kalindra (@a_kalindra) May 26, 2021

თეგები: დამოუკიდებლობის დღემსოფლიო

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

დიმიტრი პესკოვის თქმით, 12 თებერვალს ვლადიმერ პუტინი და ჯო ბაიდენი სატელეფონო საუბარს გამართავენ

February 12, 2022
779
მთავარი ამბავი

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 278 მილიონს გადააჭარბა

December 24, 2021
788
მთავარი ამბავი

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 246 მილიონს გადააჭარბა

October 29, 2021
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია