ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებთან შეხვედრას ითხოვს.
იგი ამ თხოვნით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს და ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად არის ტესტიც გაიკეთოს.
„პარლამენტის თავმჯდომარეს ვთხოვ, უფლება მომცეს, სინდისის პატიმრები ვნახო და გავარკვიო, რა ვითარებაში არიან. კორონას ვერ მოიმიზეზებენ, რადგან წინასწარ ტესტირებას გავივლი და მათ ისე მოვინახულებ. გავარკვევ, მათზე რა სახის ზემოქმედება მიმდინარეობს. როგორც ვხედავთ, ეს უწესიერესი ექსპერტები მხნედ არიან და უზნეო ზეწოლას უმკლავდებიან.
„ეს საქმე შავ ლაქად დარჩება ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ყველაფერი რაც კეთდება, არის სიცრუე. ეს არის არჩევნებისთვის პოლიტიკური მიზნით გამოყენებული მოვლენა, რაც „ქართული იცნების“ სამარცხვინო პოლიტიკურ ისტორიაში შევა. არჩევნების შემდეგ გამოჩნდება, რომ როგორც უამრავი შეთითხნილი სხვა საქმე, ესეც დაიხურება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.










